ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Universitätsklinikum Magdeburg -ის ნეიროპათოლოგიის განყოფილებას შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, DAAD- ის მხარდაჭერით გერმანიაში იმყოფებოდა მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი ანა ასლანიშვილი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო საერთაშორისო დონის გამოცდილება მაღალკვალიფიციური კურატორების ხელმძღვანებლობის ქვეშ.
ერთ თვიანი პრაქტიკულის განმავლობაში მან გაიღრმავა როგორც ენობრივი, ასევე პროფესიული ცოდნა და ჰქონდა საშუალება ემუშავა სიმსივნურ კულტურებზე, მიეღო მონაწილეობა ექსპერიმენტებში და გაცნობოდა ნეიროპათოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლებს.